Sunday, November 1, 2015

მერვე დღის რეფლექს

დღეს  გამორჩეული დღე გვქონდა, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი ,გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს,შევიტანეთ ცვლილებები, გავაკეთეთშეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასებისკრიტერიუმები.წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელ-ის პროექტის მასალები,გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს  დაშევარჩიეთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისათვის.

  მინდა აღვნიშნო, რომ დაუზარებელი და მეტად აქტიური ადამიანია ჩვენიტრენერი, რომელიც მუდამ ითხოვს ჩვენგან , თუ რა გვაინტერესებს და რაშეკითხვაზე ვისურვებთ პასუხი გაგვცეს, მადლობა მას ასეთიგულისხმიერებისათვის.

ჩემი პროექტის პორტფოლიო,

პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადი შემდეგ ბმულზე

Saturday, October 31, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა განვათავსოთ ბლოგზე ჩვენი ნაშრომები, ფოტომასალა,ვიდეოები და ასე შემდეგ.   თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად.მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას,შევაფასეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, შევქმენით მასალები და გავაკეთეთ რეფლექსია მიღებულ ცოდნაზე, განვათავსეთ ბლოგზე სასწავლო პროექტის შაბლონი და ჩვენ მიერშექმნილი სხვა რესურსები.
    
საინტერესო იყო ბატონი გიორგის  მიერ ჩატარებული ტრენინგი,დატვირთული და საქმიანი იყო ყოველი საათი, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია,ბევრი რამ ვისწავლეთ იმ მიზნით, რომ  უფრო საინტერესო გავხადოთ მოსწავლეებთან მუშაობა და  სასწავლო პროცესში, მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით, გამოვიყენოთ ტექნოლოგიები.
  
უკვე დავიწყე იმ სასწავლო  პროექტის განხორციელება, რომლის გეგმაც ინტელის ტრენინგზე  შევიმუშავე.
     
მადლობა ტრენერს იმისათვის რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნაგაგვიზიარა და გაგვიღრმავა.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს  გამორჩეული დღე გვქონდა, შევცვალეთ ბლოგის დიზაინი ,გადავხედეთ ჩვენს ნაშრომებს,შევიტანეთ ცვლილებები, გავაკეთეთშეფასების რუბრიკები და დავადგინეთ ჩვენი პროექტის შეფასებისკრიტერიუმები.წავიკითხეთ და განვიხილეთ ინტელ-ის პროექტის მასალები,გავეცანით სასწავლო პროცესში გამოსაყენებელი აქტივობების ნიმუშებს  დაშევარჩიეთ ერთი აქტივობა ჩვენი პროექტისათვის.
  
მინდა აღვნიშნო, რომ დაუზარებელი და მეტად აქტიური ადამიანია ჩვენიტრენერი, რომელიც მუდამ ითხოვს ჩვენგან , თუ რა გვაინტერესებს და რაშეკითხვაზე ვისურვებთ პასუხი გაგვცეს, მადლობა მას ასეთიგულისხმიერებისათვის.

Saturday, October 24, 2015

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

განვამტკიცეთ განვლილი მასალა, დავასრულეთ მუშაობა პრეზენტაციაზე, გადავამოწმეთ  შეფასებისა და სწავლების სტრატეგიები ,  სასწავლო პროცესის პროცედურები და მოვაწესრიგეთ ჩვენი პორტფოლიო.

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

დავიწყეთ პრეზენტაციაზე მუშაობა,გავაკეთეთ მოსწავლის დასახმარებელი საპრეზენტაციო შაბლონი საკითხების დაკონკრეტებით, ხოლო შემდეგ თემიდან გამომდინარე სავარაუდო პრეზენტაცია. ინტერნეტიდან გადმოვიწერეთ სურათები და გამოყენებული  დამხმარე რესურსების  მისამართებით შევავსეთ საავტორო უფლების ტესტი.

Saturday, October 17, 2015

მეხუთე ტრენინდღის რეფლექსია

მე-5 დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. მოხდა საშინაო დავალების განხილვა, მოგვეცა რეკომენდაციები, ამის შემდეგ მოხდა პროექტის მონიტორინგზე მოსწავლეთა დაკვირვება, განვიხილეთ პრეზენტაციაზე თანატოლთა უკუკაცშირის ფორმა, მოსწავლეთა პროექტის მოხედვით მოსწავლე ხაზავს მოზნებს შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, განახორციელებს და მონიტორინგს უწევს პროექტის მიმდინარეობას და შესაბამოსად აფასებს საკუთარ თავს.